Posts

რა გავლენას ახდენს პროგრამირების შესწავლა ადამიანის გონებაზე

Image
რა გავლენას ახდენს პროგრამირების შესწავლა ადამიანის გონებაზე 1991_წლიდან 2017 წლამდე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებულმა შვიდმა მეცნიერულმა კვლევამ დაადგინა, რომ ტვინის მასტიმულირებელ აქტივობებში ჩართული ადამიანები, ამცირებენ კოგნიტური დაქვეითებისა და ალცჰეიმერის მსგავსი დაავადებების რისკს. ასეთ აქტივობებს განეკუთვნება მაღალ-მოთხოვნადი კოგნიტური აქტივობები, რომლებიც მოიცავენ სწავლასა და ინტელექტუალურ სირთულეების არსებობას. კვლევებმა აჩვენებს, რომ კოგნიტური აქტივობები უნარჩუნებს ადამიანის ტვინს ჯანმრთელობას და ხელს უშლის ნერვულ დაქვეითებას. 1991 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ კომპიუტერის პროგრამირების გამოცდილების მქონე სტუდენტებმა კოგნიტური უნარების ტესტებზე უფრო მაღალი ქულები მიიღეს, ვიდრე დანარჩენმა სტუდენტებმა. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ზემოხსენებული. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მანძილზეც აკვირდებოდნენ პროგრამისტების ტვინის აქტივობას, აჩვენა, რომ კოდის წერისას ძირითადად აქტიურდება ტვინის ის ნაწილები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სა...

ხელოვნური ინტელექტი: იმედი თუ საშიშროება

Image
ხელოვნური ინტელექტი AI (Artificial Intelligence) _ ანუ ხელოვნური ინტელექტი დღეს მოწოდების სიმაღლეზეა. ალბათ თქვენ უკვე სცადეთ Chat GPT _სთან გასაუბრება. თუ ჯერ არ გიცდიათ არასოდესაა გვიან. საქმე ისაა, რომ აქამდე არსებული ჩათ-ბოტები თუ გაწერილ ინსტრუქციებს მიყვებოდნენ თქვენთან საუბრისას, ახლა შესაძლებელი გახდა DNN (Deep Neural Network)_ის დახმარებით ბოტმა ინფორმაციის გადამუშავების ხარჯზე თავად ისწავლოს საუბარი ნებისმიერ ენაზე, ვინაიდან მას გააჩნია ხელოვნურად შექმნილი ნეირონული ქსელი.  ადამიანებს შორის კომუნიკაციის უამრავი ჩანაწერი დაგროვდა ისეთ კომპანიებში როგორიცაა Facebook, Google, Instagram და სხვა. ამ ინფორმაციის გადამუშავებით შესაძლებელია ბოტს ვასწავლოთ ნებისმიერ ენაზე საუბარი და არა მხოლოდ საუბარი . . . ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეისწავლოს გადაცემული მონაცემები, ვთქვათ თქვენი ჩათების ჩანაწერები მეგობრებთან, და გაგიცნოთ იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ იცნობთ თქვენ თავს. შემდეგ ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება სარეკლამო კამპანიებსა და სხვა მიზნებისთვის. AI_ს უკვე შეუძლია ადამიანის ხმი...

რა არის პითონი

Image
რა არის პითონი? პითონი არის კომპიუტერული პროგრამირების ენა, რომელიც ხშირად გამოიყენება ვებსაიტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, ამოცანების ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიზის ჩასატარებლად.  Python არის ზოგადი დანიშნულების ენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის სპეციალიზებული რაიმე კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც Python უკეთესია სხვა პროგრამირების ენებთან შედარებით, როგორიცაა C, C++ ან Java, არის ის, რომ იგი მარტივად შესასწავლი და ადვილად გამოსაყენებელია. გარდა ამისა, პითონს შეუძლია შედარებით მოკლე კოდით შეასრულოს იგივე ოპერაციები და ამოცანები, რომლებიც შესრულებულია სხვა პროგრამირების ენებზე. პითონი არა მარტო მარტივად სასწავლი, არამედ საკმაოდ მოქნილი პროგრამირების ენაცაა. არსებობს 125000-ზე მეტი Python ბიბლიოთეკა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ Python მანქანათმცოდნეობისთვის, ვებ დამუშავებისთვის და ბიოლოგიისთვისაც კი. ასევე, მონაცემების დასამუშავებლად და შედეგის ვიზუალიზაციისთვის განკუთვნილი ბიბლიოთეკები, როგორიცაა pandas, NumPy და m...

9 მიზეზი რატომ უნდა დაიწყო პროგრამირების შესწავლა

Image
  რატომ უნდა დაიწყო პროგრამირების შესწავლა... ფიქრობ დაიწყო პროგრამირების შესწავლა და ვერ გადაგიწყვეტია? ჩვენ დაგეხმარებით! ქვემოთ არის ჩამოთვლილი ცხრა მიზეზი, რატომ უნდა დაიწყო პროგრამირების შესწავლა ახლავე! 1. მაღალი ანაზღაურება Python_ის დეველოპერების საშულო ხელფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენს 122 279 დოლარს წელიწადში, ანუ თვეში საშუალოდ 10 190 დოლარს! 2. გეოგრაფიული შეზღუდვების არარსებობა ვინაიდან პროგრამისტები ძირითადად მუშაობენ ონლაინ, ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი ნებისმიერ კომპანიასთან თანამშრომლობა. თბილისიდან იმუშავებ, რაიონიდან, თუ იაპონიიდან, ქართულ კომპანიაზე თუ ამერიკულზე _ შენი გადასაწყვეტია! თუ სამოგზაუროდ წახვალ, სამსახურის შეცვლა არ მოგიწევს! 3. საჭირო აღჭურვილობის სიმცირე სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა მხოლოდ სამი რამ: ელექტროენერგიაზე და ინტერნეტზე წვდომა, კომპიუტერის ფლობა. 4. მოხერხებული გრაფიკი სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელია ჩაეტიო დამსაქმებელი კომპანიის მიერ დაწესებულ ვადებში, თუმცა დღის რომელ ნაწილში იმუშავებ, ან კვირაში რამდენ დღე...