9 მიზეზი რატომ უნდა დაიწყო პროგრამირების შესწავლა
რატომ უნდა დაიწყო პროგრამირების შესწავლა...
ფიქრობ დაიწყო პროგრამირების შესწავლა და ვერ გადაგიწყვეტია? ჩვენ დაგეხმარებით! ქვემოთ არის ჩამოთვლილი ცხრა მიზეზი, რატომ უნდა დაიწყო პროგრამირების შესწავლა ახლავე!
1. მაღალი ანაზღაურება
Python_ის დეველოპერების საშულო ხელფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენს 122 279 დოლარს წელიწადში, ანუ თვეში საშუალოდ 10 190 დოლარს!
ვინაიდან პროგრამისტები ძირითადად მუშაობენ ონლაინ, ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი ნებისმიერ კომპანიასთან თანამშრომლობა. თბილისიდან იმუშავებ, რაიონიდან, თუ იაპონიიდან, ქართულ კომპანიაზე თუ ამერიკულზე _ შენი გადასაწყვეტია! თუ სამოგზაუროდ წახვალ, სამსახურის შეცვლა არ მოგიწევს!
3. საჭირო აღჭურვილობის სიმცირე
სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა მხოლოდ სამი რამ: ელექტროენერგიაზე და ინტერნეტზე წვდომა, კომპიუტერის ფლობა.
4. მოხერხებული გრაფიკი
სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელია ჩაეტიო დამსაქმებელი კომპანიის მიერ დაწესებულ ვადებში, თუმცა დღის რომელ ნაწილში იმუშავებ, ან კვირაში რამდენ დღეს _ შენი გადასაწყვეტია.
5. სტაბილურობა
პროგრამისტებს ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, რადგან პროგრამისტები თავად ქმნიან ხელოვნურ ინტელექტს. დღეს მსოფლიოში დეველოპერების დეფიციტია და 2030 წლისთვის ელიან, რომ დეფიციტი 85.2 მილიონამდე გაიზრდება.
6. ჯანმრთელობა
პროგრამისტობა არ საჭიროებს ფიზიკურ შრომას. თვალის დამცავი სათვალე და „ხელოვნური ცრემლების“ ფლაკონი საკმარისია რომ კომპიუტერმა მხედველობა არ დააზიანოს. გრაფიკის მოხერხებულობიდან გამომდინარე კი ფიზიკური ვარჯიშისთვის საკმარისი დრო დაგრჩებათ. მაღალი შემოსავალი გაძლევთ შესაძლებლობას ჯანსაღი საკვები შეიძინოთ.
7. სიმარტივე
პროგრამირების შესწავლა დღეს უმარტივესია. პროგრამირების ენები სულ უფრო და უფრო იხვეწება და მარტივად შესასწავლი ხდება. მათ შორისაა Python_იც.
8. განვითარების შესაძლებლობა
როდესაც საბაზისო ცოდნას დააგროვებ, შეგეძლება აირჩიო სასურველი მიმართულება, მაგალითად:
o ვებსაიტებისა და აპლიკაციების აწყობა
o თამაშების შექმნა
o ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა
o მონაცემთა დამუშავება
o ეთიკური ჰაკინგი
o რობოტიკა
და სხვა.
9. უსაფრთხოება
ზემოთ ჩამოთვლილი რვა მიზეზი ადასტურებს რომ პროგრამისტობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროფესიაა.
იხილეთ მიმდინარე პროგრამირების ონლაინ კურსები ჩვენს პლატფორმაზე:

Comments
Post a Comment